გეგმა

გეგმა



გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობაშე
ამ გაკვეთილში მოსწავლე დაახასიათებს რთულ ნივთიერებებს  მჟავებს გაკვეთილი ხელს შეუწყობს შეძენილი ცოდნის სისტემაში მოყვანას. ცოდნის შეჯამება- გაანალიზებას. კვლევით, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს. ხელს უწყობს  მიღებული ცოდნის გაღრმავებას. არსებულიინფორმაციის საფუძველზე თავადვე გააკეთებენ  კონკრტულ დასკვნებს.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
გაკვეთილის  მიზანია მოსწავლემ შეძლოს შეძენილი ცოდნის სისტემაში მოყვანა.
შეძლოს   მჟავების კლასიფიკაცია და დახასიათება. რა იყო მათთვის  საინტერესო, მოულოდნელი. გამოუმუშავდეთ კვლევითი, კომუნიკაციის, თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები.ასევე მიზანია თუ როგორ შეძლებენ მიღებული
ცოდნის გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში.
გაკვეთილის შედეგი მიღწეულია  თუ მოსწავლე დაახასიათებს რთულ ნივთიერებებს მჟავებს. წერს ზოგად ფორმულას, აკეთებს კლასიფიკაციას, სწორად წარმოთქვამს სახელწოდებას, გამოხატავს სტრუქტურულ ფორმულებს.
წინასწარი ცოდნა
ამ  გაკვეთილის ამოცანების წარმატებით შესასრულებლად მოსწავლეებმა უნდა  იცოდნენ მჟავების შედგენილობა, ფორმულის დაწერა, სახელწოდებები.
.ასევე შეეძლოთ სტრუქტურული ფორმულებით გამოსახვა და იცოდნენ როგორ დამოკიდებულებაშია ისინი ერთმანეთთან.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეთა წარმატებების დასადგენად     მოეწყოს დისკუსია. პრეზენტაცია,
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის შეფასებისთვის გამოვიყენებ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებებს. :
კრიტერიუმები: 1) აზრის დამოუკიდებლად ჩამოყალიბება:
             2)მსჯელობის უნარი:
             3)მონაცემთა სხვადასხვა სახით წარმოდგენა:
             4 ) დასკვნების გამოტანის უნარი :
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
გაკვეთილის მსვლელობისას დაგვჭირდება სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები,
დაფა, ცარცი, საკითხის დამუშავებაში  დამჭირდება  კომპიუტერი.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
გაკვეთილს ვიწყებ ცხრილის დახაზვით დაფაზე: 3 -რამ, რამაც დამაინტერესა:
                  2- რამ, რაზეც მინდა მეტი გავიგო:
                   1-რამ, რაც ბუნდოვანი დარჩა;
დავავალებ წყვილებს პატარა ფურცლებზე დაწერო ცხრილის პირველი სვეტის
შესაბამისი ტექსტი.შემდეგ მეორე სვეტის და ბოლოს მესამე სვეტის შესაბამისი ტექსტი
. მოახდინონ მონაცემების შეჯამება---15 წუთი.
ვქმნით 2 ჯგუფს. თითოეულს ეძლევათ დავალებად, დაახასიათონ რთული ნივთიერებები შემდეგი ნიშნების მიხედვით: შედგენილობა,წესი, ზოგადი ფორმულა,
სახელწოდება, სტრუქტუტული ფორმულა, კლასიფიკაცია (გამოსახოს სქემით )
   I  -ჯგუფი-ჟანგბადიანი მჟავები
  II  --ჯგუფი-უჟანგბადო მჟავები
  ორივე ჯგუფს ევალება განსაზღვროს მჟავასთან მეტალების ურთიერთქმედების პირობები  ----15 წუთი.
კომპიუტერით თან ვაჩვენოთ ნიმუშებიც.
  პრეზენტაცია---10  წუთი
 შეფასება--5  წუთი. თითოეული ჯგუფიდან გამოთქვამენ საკუთარ აზრს და არგუმენტირებულად ასაბუთებენ თავიანთ მოსაზრებებს.და აფასებენ  ’’+’’ და ‘’-‘’ ნიშნებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий