пятница, 8 апреля 2016 г.

შეფასების რუბრიკები


პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

პასუხობს თემას
1
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
2
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
2
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
2
დარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
1
იყენებს თვალსაჩინოებას
1
იცავს დროის ლიმიტს
1


დისკუსიის შეფასების რუბრიკა

მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
2
მსჯელობს არგუმენტირებულად
2
აკეთებს დასკვნებს
2
იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით)
2
კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
2


ექსპერიმენტის შეფასების რუბრიკა

განსაზღვრავს კვლევის მიზანს
2
ატარებს/გეგმავს ექსპერიმენტს
1
გამოთქვამს შედეგის ვარაუდს
1
აღწერს კვლევის მიმდინარეობას, ეტაპებს
1
აღრიცხავს და აანალიზებს მონაცემებს
2
მსჯელობს ექსპერიმენტის შედეგზე, აკეთებს დასკვნებს
2
იცავს უსაფრთხოების ნორმებს
1


ინფორმაციის მოძიების შეფასების რუბრიკა

მოძიებული მასალა შეესაბამება საკითხს/თემას
3
გამოყენებულია მრავალფეროვანი საიფორმაციო წყარო/საშუალება
3
მოპოვებული ინფორმაცია ორგანიზებულია
4









დამოუკიდებელი სამუშაოს შეფასების რუბრიკა

იცავს დროის ლიმიტს
1
კითხვებზე პასუხი ადექვატურია/ნაპოვნია პრობლემის გადაჭრის მართებული გზა
3
სიზუსტით აღწევს დასახულ მიზანს
4
იცავს წერის კულტურას
2

წერითი საშინაო დავალების შეფასების რუბრიკა

დავალებას წარმოადგენს განსაზღვრულ ვადებში
1
დავალება სრულყოფილია
3
სიზუსტით აღწევს დასახულ მიზანს
4
იცავს წერის კულტურას
2


ტექსტზე მუშაობის შეფასების რუბრიკა

ტექსტში ახარისხებს ინფორმაციას
2
ამოიწერს/მონიშნავს და განმარტავს მთავარ სიტყვებს/ცნებებს
3
ტექსტის დასამუშავებლად და გასააზრებლად იყენებს სქემებს, დიაგრამბს, აზრობრივ რუკებს
3
მსჯელობს და აკეთებს შესაბამის დასკვნებს
4



რეფერატის შეფასების რუბრიკა

აყალიბებს ძირითად პრობლემას
1
საზღვრავს თემის მიზანს
1
მოიპოვებს და იყენებს დამხმარე მასალას/ ლიტერატურას/ილუსტრაციას
2
აფასებს სხვადასხვა წყაროში გადმოცემულ თვალსაზრისებს
1
გამოხატავს საკუთარ აზრს და ამყარებს არგუმენტებით
2
აკეთებს დასკვნას
2
წერს შესაბამის ფორმატში
1


ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
1
ჯგუფის წევრები უსმენე ერთმანეთს
2
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
2
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს
2
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
2
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
1

среда, 6 апреля 2016 г.

1.პროექტი - ვიტამინები2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები განმარტავენ თუ რა არის ვიტამინი, მოიძიებენ მასალას მის თვისებებზე,  ჯგუფებზე და ქიმიურ შემადგენლობასა და აღნაგობაზე.
3.
პროექტის სრული აღწერა: პირველ ეტაპზე მოსწავლეები შეისწავლიან რა დიდი მნიშვნელობა აქვს ვიტამინებს ადამიანის ორგანიზმისთვის. რა როლს თამაშობენ ისინი ნივთიერებათა ცვლაში, ორგანოთა სისტემების ფუნქციონირებაში, მოახდენენ ვიტამინების კლასიფიცირებას , განსაზღვრავენ მათ ქიმიურ შედგენილობას და აღნაგობას.
პასუხობენ კითვებს:
თემის მოძიებამდე რომელი ჯგუფის შესახებ ფლობდნენ ინფორმაციას?
ვინ რა სახით იღებს ვიტამინებს?
მეორე ეტაპზე მოძიებული მასალის საფუძველეზე წარმოადგენენ რომელი ჯგუფის ვიტმინს შეიცავს სხვადასხვა სახის პროდუქტი. რამდენია მათი დღიური ნორმა.
მესამე ეტაპზე პროექტის მონაწილეები დამუშავებული თემის პოპულარიზაციას მოახდენენ ბუკლეტების საშუალებით.
4.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
5.
პროექტის შესრულების ვადა: 1თვე
6.
პროექტის აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსია, ნამუშევრების განთავსება ბლოგში, თვალსაჩინოებების ელ-ვერსიის შექმნა.
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: თვალსაჩინოებების და მასალის ინტერნეტის მეშვეობით მოპოვების უნარს, ჯგუფურ თანამშრომლობას. შეისწავლიან ვიტამინის მნიშვნელობას ადამინის ორგანიზმისთვის.                                  8. სასარგებლო სხვებისთვის: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას ვიტამინის თვისებებსა და მის შემცველობაზე.
9.
სამუშაო ენა: ქართული
10.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: სურვილისამებრ
11.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით გაიუმჯობესებენ ცოდნას ბიოლოგიაში და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში.
12
პროექტის ფასილიტატორი: ნაზი მახათაძე
13.
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:makhatadzenazi@gmail.com