вторник, 29 марта 2016 г.
გეგმა
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობაშე
|
ამ გაკვეთილში მოსწავლე დაახასიათებს რთულ ნივთიერებებს მჟავებს გაკვეთილი ხელს შეუწყობს შეძენილი ცოდნის სისტემაში მოყვანას. ცოდნის შეჯამება- გაანალიზებას. კვლევით, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს. ხელს უწყობს მიღებული ცოდნის გაღრმავებას. არსებულიინფორმაციის საფუძველზე თავადვე გააკეთებენ კონკრტულ დასკვნებს.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
გაკვეთილის მიზანია მოსწავლემ შეძლოს შეძენილი ცოდნის სისტემაში მოყვანა.
შეძლოს მჟავების კლასიფიკაცია და დახასიათება. რა იყო მათთვის საინტერესო, მოულოდნელი. გამოუმუშავდეთ კვლევითი, კომუნიკაციის, თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები.ასევე მიზანია თუ როგორ შეძლებენ მიღებული
ცოდნის გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში.
გაკვეთილის შედეგი მიღწეულია თუ მოსწავლე დაახასიათებს რთულ ნივთიერებებს მჟავებს. წერს ზოგად ფორმულას, აკეთებს კლასიფიკაციას, სწორად წარმოთქვამს სახელწოდებას, გამოხატავს სტრუქტურულ ფორმულებს. |
წინასწარი ცოდნა
|
ამ გაკვეთილის ამოცანების წარმატებით შესასრულებლად მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ მჟავების შედგენილობა, ფორმულის დაწერა, სახელწოდებები.
.ასევე შეეძლოთ სტრუქტურული ფორმულებით გამოსახვა და იცოდნენ როგორ დამოკიდებულებაშია ისინი ერთმანეთთან.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეთა წარმატებების დასადგენად მოეწყოს დისკუსია. პრეზენტაცია,
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის შეფასებისთვის გამოვიყენებ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებებს. :
კრიტერიუმები: 1) აზრის დამოუკიდებლად ჩამოყალიბება: 2)მსჯელობის უნარი: 3)მონაცემთა სხვადასხვა სახით წარმოდგენა: 4 ) დასკვნების გამოტანის უნარი : |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
გაკვეთილის მსვლელობისას დაგვჭირდება სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები,
დაფა, ცარცი, საკითხის დამუშავებაში დამჭირდება კომპიუტერი.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
გაკვეთილს ვიწყებ ცხრილის დახაზვით დაფაზე: 3 -რამ, რამაც დამაინტერესა:
2- რამ, რაზეც მინდა მეტი გავიგო: 1-რამ, რაც ბუნდოვანი დარჩა; დავავალებ წყვილებს პატარა ფურცლებზე დაწერო ცხრილის პირველი სვეტის
შესაბამისი ტექსტი.შემდეგ მეორე სვეტის და ბოლოს მესამე სვეტის შესაბამისი ტექსტი
. მოახდინონ მონაცემების შეჯამება---15 წუთი.
ვქმნით 2 ჯგუფს. თითოეულს ეძლევათ დავალებად, დაახასიათონ რთული ნივთიერებები შემდეგი ნიშნების მიხედვით: შედგენილობა,წესი, ზოგადი ფორმულა,
სახელწოდება, სტრუქტუტული ფორმულა, კლასიფიკაცია (გამოსახოს სქემით )
I -ჯგუფი-ჟანგბადიანი მჟავები II --ჯგუფი-უჟანგბადო მჟავები ორივე ჯგუფს ევალება განსაზღვროს მჟავასთან მეტალების ურთიერთქმედების პირობები ----15 წუთი. კომპიუტერით თან ვაჩვენოთ ნიმუშებიც. პრეზენტაცია---10 წუთი შეფასება--5 წუთი. თითოეული ჯგუფიდან გამოთქვამენ საკუთარ აზრს და არგუმენტირებულად ასაბუთებენ თავიანთ მოსაზრებებს.და აფასებენ ’’+’’ და ‘’-‘’ ნიშნებით. |
Подписаться на:
Сообщения (Atom)